მსოფლიოს საკრივო საბჭომ წლის მოკრივეები დაასახელა
მსოფლიოს საკრივო საბჭომ წლის მოკრივეები დაასახელა

მსოფლიოს საკრივო საბჭომ (WBC) 2020 წელი შეაჯამა და გასული წლის საუკეთესო მოკრივე დაასახელა. ამ ნომინაციას ორი გამარჯვებული ჰყავს – სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, ბრიტანელი ტაისონ ფიური (30-0-1, 21KO) და ტიტულის მფლობელი მეორე საშუალო წონაში, მექსიკელი საულ ალვარესი (54-1-2, 36KO). ამის შესახებ დაწერა WBC-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელი ჩემპიონი 2020 წლის თებერვალში გახდა, როცა ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა დეონტეი უაილდერი (42-1-1, 41KO). ალვარესმა კი ტიტული მოიგო დეკემბერში კალუმ სმიტის (27-1-0, 19KO) ძლევის შემდეგ.