მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე საშუალო დასწრება 40 ათასი იყო #1TVSPORT
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) გამოაქვეყნა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მატჩებზე დასწრების სტატისტიკა.
საშუალოდ მატჩში ტრიბუნებზე იკრიბებოდა 39 557 ადამიანი, საერთო რაოდენობამ შეადგინა 2,49 მილიონი მაყურებელი. ფანებმა შეავსეს სტადიონებზე ხელმისაწვდომი ადგილების 62 პროცენტი.
პლეი ოფის მატჩებში საშუალო დასწრება იყო 54 ათასი, ხოლო სტადიონებზე ადგილები 76 პროცენტით შეივსო.
ყველაზე დასწრებადი კლუბი იყო მადრიდის „რეალი“ (95-პროცენტიანი შევსებადობა), ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა იაპონურ „ურავა რედ დაიმონდსს“ (23%).
ფინალურ შეხვედრას „ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის „მეტლაიფ სტედიუმზე“ ყველაზე მეტი მაყურებელი დაესწრო – 81 118. ტოპსამეულში მოხვდა პსჟ-ატლეტიკო (80 619) და პსჟ-რეალი (77 542).