მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე 100-მა ბრაზილიელმა ითამაშა #1TVSPORT
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ჩასატარებელი დარჩა ერთი მატჩი – ფინალი 13 ივლისს „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ჩელსის“ შორის.
სტატისტიკოსებმა გამოთვალეს, რომ ტურნირზე ყველაზე წარმომადგენლობითი ქვეყანა გახდა ბრაზილია. ამ ქვეყნის ზუსტად 100 ფეხბურთელი იყო გასული მოედანზე. რიგით მე-100 გახდა „რეალის“ მცველი ედერ მილიტაო, რომელიც პსჟ-თან ნახევარფინალში შეცვლაზე შევიდა მინდორზე.
ფეხბურთელების რაოდენობით მეორე იყო არგენტინა (73). შემდეგ მოდიან: ესპანეთი (32), პორტუგალია (32), საფრანგეთი (28), მექსიკა (26), ინგლისი (23), მაროკო (23)…