მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შემდეგ Opta-ს ფავორიტი „პარი სენ-ჟერმენია“ #1TVSPORT
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შემდეგ ბუკმეიკერებმა განაახლეს კოეფიციენტები ტურნირის მოგებაზე.
მთავარი პრეტენდენტი გახდა „მანჩესტერ სიტი“, რომლის შესაბამისი კოეფიციენტია 3.50 (ტურნირის წინ იყო – 5.50). ინგლისელებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგეს ბურთების სხვაობით 13-2.
1. მანჩესტერ სიტი – 3.50; 2. პსჟ – 3.90; 3. რეალი – 5.50; 4. ბაიერნი – 7.50; 5. ჩელსი – 11.00; 6. ინტერი – 17.00; 7. პალმეირასი – 25.00; 8. ფლამენგო – 29.00; 9-11. იუვენტუსი – 35.00; 9-11. ბოტაფოგო – 35.00; 9-11. დორტმუნდი – 35.00.
ასევე განაახლა თავისი პროგნოზები სტატისტიკურმა პორტალმა Opta, რომლის ვარაუდი ბუკმეიკერების პროგნოზთან განსხვავებულია. აქ ფავორიტია „პარი სენ-ჟერმენი“, რომელიც მცირედით უსწრებს „მანჩესტერ სიტის“.
1. პსჟ – 20,61%; 2. მანჩესტერ სიტი – 20,40%; 3. ინტერი – 12,39%; 4. ბაიერნი – 11,28%; 5. ჩელსი – 10,45%; 6. რეალი – 9,69%; 7. დორტმუნდი – 5,63%; 8. ბენფიკა – 4,25%; 9. იუვენტუსი – 2,46%; 10. პალმეირასი – 0,89%; 11. ფლამენგო – 0,50%; 12. ალ ჰილალი – 0,44%; 13. ბოტაფოგო – 0,42%; 14. ინტერ მაიამი – 0,28%; 15. მონტერეი – 0,20%; 16. ფლუმინენსე – 0,11%.