მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალის პირველი ტაიმის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენი“ „ჩელსისთან“ მარცხდება [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალის პირველი ტაიმის შემდეგ ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ ლონდონის „ჩელსისთან“ 0:3 მარცხდება.
ფინალურ მატჩს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ესწრებიან.
შეხვედრაში ანგარიში 22-ე წუთზე „ჩელსის“ შემტევმა ნახევარმცველმა, კოულ პალმერმა გახსნა, მან მალო გუსტოს გადაცემა გამოიყენა. 30-ე წუთზე კი ინგლისელმა ფეხბურთელმა მეორე გოლი გაიტანა, ამჯერად საგოლე პასი ლივაი კოლუილის ანგარიშზეა.
მატჩში მესამე გოლი 43-ე წუთზე ჟოაო პედრომ გაიტანა, რომელიც „ჩელსის“ ტურნირის მიმდინარეობისას შეუერთდა. პალმერმა ამ შემთხვევაში აქტივში საგოლე პასი ჩაიწერა.
„პარი სენ-ჟერმენი“ გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ტიტულს ისტორიაში პირველად მოიპოვებს, ხოლო „ჩელსის“ ეს ტურნირი ერთხელ, 2021 წელს აქვს მოგებული.
წელს ფიფა ტურნირს განახლებული ფორმატით ატარებს. შეჯიბრებაში მონაწილეობას ექვსი კონტინენტის 32 საფეხბურთო კლუბი იღებდა.