მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, შეიძლება, ისევ აშშ-ში გაიმართოს #1TVSPORT

00:24, 11.07.2026

ამერიკის შეერთებულ შტატებს კვლავ სურს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მასპინძლობა, – ამის შესახებ წერს ბრიტანული გაზეთი The Guardian-ი.

ქვეყანას უნდა, ისევ ნახოს სარგებელი ტურნირის კომერციული წარმატებებით. 2025 წელს სწორედ აშშ-მა უმასპინძლა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს განახლებული ფორმატით.

თავდაპირველად 2029 წლის ტურნირის ჩატარება იგეგმებოდა ესპანეთსა და მაროკოში, მაგრამ სხვა ქვეყნებმაც გამოთქვეს ჩემპიონატისადმი ინტერესი. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჩატარებაზე ასევე აცხადებენ პრეტენზიას კატარი და ბრაზილია.

მსგავსი