მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე პირველი მატჩები გაიმართა | ჩინეთი 2019
მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე პირველი მატჩები გაიმართა | ჩინეთი 2019

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე პირველი ორი მატჩი დასრულდა.

ერთ-ერთმა ფავორიტმა, სერბეთის ეროვნულმა გუნდმა, შანსი არ დაუტოვა ანგოლის ნაკრებს და 105-59 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან ბოგდანოვიჩი გამოირჩა, რომელმაც 24 ქულა მოაგროვა, აფრიკელებს შორის კი საუკეთესო მორაიში იყო, 15 ქულით.

უფრო დაძაბული გამოდგა მატჩი პოლონეთსა და ვენესუელას შორის, რომელიც საბოლოოდ ევროპელების გამარჯვებით დასრულდა – 80-69. საუკეთესოები ამ მატჩშ პოლონელი სოკოლოვსკი (16 ქულა) და ვენესუელელი კოლმენარესი (14 ქულა) იყვნენ.

შემდეგ ტურში, 2 სექტემბერს, სერბეთი ფილიპინებს ეთამაშება, ანგოლას იტალიასთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა, პოლონეთი მასპინძელ ჩინეთს შეხვდება, ვენესუელა კი კოტ დივუარს.