მსოფლიოს პირველი ჩოგანი როლან გაროსზე შარშანდელ ტიტულს არ დაიცავს
მსოფლიოს პირველი ჩოგანი როლან გაროსზე შარშანდელ ტიტულს არ დაიცავს

ქალთა შორის მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ეშლი ბარტიმ 2020 წლის როლან გაროსის გამოტოვების შესახებ გამოაცხადა.

„ეს რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ სეზონში ევროპაში არ ვითამაშებ. 2019 წლის როლან გაროსი განსაკუთრებული ტურნირი იყო ჩემს კარიერაში, ასე რომ, ეს გადაწყვეტილება მძიმედ მივიღე.

ამის ორი მიზეზი არსებობს. პირველი – ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები, რაც კვლავაც ახლავს COVID-ს. მეორე – ჩემი მზადების პროცესი, რომელიც არ იყო იდეალური იმის გამო, რომ ჩემს მწვრთნელს არ შეუძლია ავსტრალიის დატოვება”, – დაწერა ბარტიმ თავის „ინსტაგრამში“.

24 წლის ავსტრალიელი როლან გაროსის მოქმედი ჩემპიონია – შარშანდელ ფინალში მან ჩეხი მარკეტა ვონდროუშოვა დაამარცხა და კარიერაში ჯერჯერობის „დიდი სლემის“ ერთადერთი ტიტული მოიგო.

საფრანგეთის ღია პირველობა 21 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე გაიმართება.