მსოფლიოს პირველი ჩოგანი კვლავ ბარტი გახდება
მსოფლიოს პირველი ჩოგანი კვლავ ბარტი გახდება

მსოფლიოს პირველი ჩოგანი იაპონელი ნაომი ოსაკა ამერიკის ღია ჩემპიონატზე შვეიცარიელ ბენჩიჩთან დამარცხების შემდეგ, რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლებს.

სიას სათავეში კვლავ ავსტრალიელი ეშლი ბარტი ჩაუდგება. იგი რეიტინგს 2019 წლის 24 ივნისიდან 11 აგვისტომდე ლიდერობდა. მაშინ ეშლი ბარტი მეორე ავსტრალიელი ქალი გახდა ისტორიაში, რომელმაც კლასიფიკაციის ლიდერობა ჩაიბარა. პირველად ეს 43 წლის წინ ივონ გულაგონგმა შეძლო.