მსოფლიოს მეორე ჩოგანი კორონავირუსით დაინფიცირდა  #1TVSPORT
მსოფლიოს მეორე ჩოგანი კორონავირუსით დაინფიცირდა #1TVSPORT

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ბელარუსმა არინა საბალენკამ დადებითი ტესტი ჩააბარა კორონავირუსზე და ვერ ითამაშებს ინდიან უელსის უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე.

„სამწუხაროდ, მე დადებითი ტესტი ჩავაბარე ინდიან უელსში და ვერ შევძლებ ტურნირზე თამაშს. ახლა, იზოლაციაში ვიქნები, სანამ ექიმები გამოსვლის საშუალებას არ მომცემს. დღეს ნორმალურად ვგრძნობ თავს, მაგრამ ძალიან ნაღვლიანი ვარ, რომ ვერ შევძლებ ტურნირზე გამოსვლას“, – დაწერა საბალენკამ თავის „ინსტაგრამში“.