მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი გრუნტის სეზონს გამოტოვებს

14:44, 24.04.2019

მსოფლიოს მეექვსე ჩოგანმა, სამხრეთაფრიკელმა კევინ ანდერსონმა, საკუთარი ტვიტერის მეშვეობით გამოაცხადა, რომ გამოტოვებს გრუნტის სეზონს, მათ შორის დიდი სლემის მეორე ტურნირს – როლან გაროსს.

ანდერსონმა ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზად იდაყვის ტრავმა დაასახელა.

32 წლის აფრიკელ ჩოგბურთელს სურს, კონცენტრაცია ბალახის სეზონზე და მის მთავარ ტურნირზე – უიმბლდონზე გააკეთოს, სადაც შარშან ფინალამდე მივიდა და იქ სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა.

მსგავსი