მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩში სამი პარტიის შემდეგ თანაფარდობაა #1TVSPORT
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩში სამი პარტიის შემდეგ თანაფარდობაა #1TVSPORT

დუბაიში გრძელდება ჭადრაკში მამაკაცებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი ნორვეგიელ მაგნუს კარლსენსა და რუს იან ნეპომნიაშჩის შორის. გაიმართა სამი პარტია და ყველა ყაიმით დასრულდა. ასე რომ, ანგარიშია 1.5:1.5. ორი პარტია თეთრი ფიგურებით ნეპომნიაშჩიმ ითამაშა, ერთი – კარლსენმა.

კიდევ რჩება ჩასატარებელი 11 პარტია კლასიკურ ჭადრაკში. პარტიები გაიმართება 30 ნოემბერს, 1, 3, 4, 5, 7, 8, 10, 11, 12 და 14 დეკემბერს. თუ მატჩი ფრედ დასულდება, 15 დეკემბერს დაინიშნება ტაი-ბრეიკი და ჩემპიონს ის გამოავლენს.

დატოვე კომენტარი