მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს ორი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს ორი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში მეოთხე საშეჯიბრო დღეს ორი ქართული სპორტსმენი იასპარეზებს. ლუკა მაისურაძე (81კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ) მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

ორივე ძიუდოისტი განთესილია და ისინი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვებიან. ლუკა B ბადეში იასპარეზებს, სადაც მეორე რაუნდში მისი მეტოქე ამერიკელი არტურ ვრაითი იქნება.

ტატო გრიგალაშვილი კი C ბადეში იჭიდავებს. იგი საკუთარი წონის ერთ-ერთი ფავორიტია. ტატო ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე სამხრეთ კორეელ ჯინ მუნ ლისა და ფრანგ ალფა უმარ დიალოს შორის გამარჯვებული იქნება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფინალში მან შვედი ტომი მაციასი დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა. ლაშა გახდა პირველი სპორტსმენი ქართული ძიუდოს ისტორიაში, ვისაც კარიერის განმავლობაში ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედლები აქვს მოპოვებული.