მსოფლიოს ჩემპიონატი ფრანგების ოქროთი დასრულდა
მსოფლიოს ჩემპიონატი ფრანგების ოქროთი დასრულდა

იტალიის ქალაქ მილანში დასრულდა ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი. მედლების ბოლო კომპლექტი ცეკვებში გათამაშდა და ოქროს მედლები ფრანგებმა გაბრიელა პაპადაკისმა და გიიომ სიზერონმა მოიპოვეს.

მათ ჯერ მოკლე პროგრამისას დაამყარეს მსოფლიოს რეკორდი, როდესაც 83.73 ქულა დააგროვეს, შემდეგ, ასევე სარეკორდო ქულები (123.47) მიიღეს თავისუფალი ცეკვისთვის, შესაბამისად, ჯამში დაგროვებული ქულაც – 207.20 მსოფლიოს რეკორდი იყო.

პაპადაკისი და სიზერონი, რომლებიც პიონჩანგის ოლიმპიადაზე მეორე ადგილზე გავიდნენ, კარიერაში მესამედ გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები. ვერცხლის მედლები მოიპოვეს ამერიკელებმა – მედისონ ჰაბელმა და ზაკარი დონაჰიიუმ, ბრინჯაოსი კანადელებმა კეიტლინ უივერმა და ენდრიუ პოჟემ.

აღსანიშნავია, რომ ვერც ერთი მედალი ვერ მოიპოვეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მასპინძლებმა – იტალიელმა მოციგურავეებმა. გარდა ამისა, პირველად 2014 წლის შემდეგ, ოქროს გარეშე დარჩა რუსეთის ნაკრები