მსოფლიოს ჩემპიონატი 2022, შესარჩევი - G ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიოს ჩემპიონატი 2022, შესარჩევი - G ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* მემფის დეპაი პირველი ფეხბურთელია 2000 წლის შემდეგ, ვინც ნიდერლანდების ნაკრებში პენალტი ვერ გაიტანა. მაშინ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ 11-მეტრიანი გააფუჭა „ნარინჯისფერთა“ დღევანდელმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა.

* ბურაქ ილმაზი პირველი ფეხბურთელი გახდა 1980 წლის შემდეგ, ვინც ნიდერლანდების ნაკრების კარში ჰეთ-თრიკი შეასრულა. 40 წლის წინ, ეს შეძლო გერმანელმა კლაუს ალოფსმა.

* ფრანკ დე ბურის ხელმძღვანელობით, ნიდერლანდების ნაკრებს შვიდ მატჩში მხოლოდ ორი მოგება აქვს.

* ერლინგ ჰალანდმა რვა დარტყმა შეასრულა გიბრალტარის კარში, აქედან ოთხი ზუსტად, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა.

 

თურქეთი-ნიდერლანდები    4:2

გოლები: 1:0 ბურაქ ილმაზი (15), 2:0 ბურაქ ილმაზი (34-პენ), 3:0 ჰაქან ჩალჰანოგლუ (46), 3:1 კლაასენი (75), 3:2 ლ. დე იონგი (76), 4:2 ბურაქ ილმაზი (81)

95-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა დეპაიმ (ნიდერლანდები)

 

გიბრალტარი-ნორვეგია          0:3

გოლები: 0:1 სორლოტი (43), 0:2 ტორსტვედტი (45). 0:3 სვენსონი (57)

 

ლატვია-მონტენეგრო  1:2

გოლები: 1:0 იკაუნიექსი (40), 1:1 იოვეტიჩი (41), 1:2 იოვეტიჩი (83)