მსოფლიოს ჩემპიონატი 2022, შესარჩევი - D ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიოს ჩემპიონატი 2022, შესარჩევი - D ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* საფრანგეთის ნაკრებმა თავის ისტორიაში პირველად გაუშვა გოლი მატჩში, რომელშიც მის მეტოქეს ზუსტი დარტყმა არ ჰქონია.

* ანტუან გრიზმანმა ზედიზედ 44-ე მატჩი ჩაატარა საფრანგეთის ნაკრებში. კიდევ ერთი მატჩი და ის გაუსწრებს რეკორდსმენ პატრიკ ვიეირას.

* გრიზმანი ნაკრებში გოლების რაოდენობით (34) გაუთანაბრდა დავიდ ტრეზეგეს. ისინი ყველა დროის სიაში მეოთხე ადგილს იყოფენ. მათზე წინ არიან: მიშელ პლატინი (41), ოლივიე ჟირუ (44) და ტიერი ანრი (51).

* ტეემო პუკიმ ნაკრებში 29-ე გოლი გაიტანა და გაუთანაბრდა მიკაელ ფორსელს. ლეგენდარულ რეკორდსმენამდე იარი ლიტმანენამდე მას ორი გოლი აკლია.

 

ფინეთი-ბოსნია         2:2

გოლები: 0:1 პიანიჩი (55), 1:1 პუკი (58), 2:1 პუკი (77), 2:2 სტევანოვიჩი (84)

 

საფრანგეთი-უკრაინა         1:1

გოლები: 1:0 გრიზმანი (19), 1:1 კიმპემბე (37-საკ. კარში)