მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფიგურული ციგურაობაში 13 წლის ინგა გურგენიძე თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს #1TVSPORT
კანადაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ინგა გურგენიძე ქართველთაგან პირველია, ვინც ყინულზე გავიდა.
13 წლის ქართველი ფიგურული მოციგურავისთვის ეს სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატია, სადაც მან მოკლე პროგრამა მე-19 შედეგით დაასრულა და ძალებს უკვე თავისუფალ პროგრამაში მოსინჯავს.
ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა სულ 47 სპორტსმენმა წარმოადგინა და მათგან 24 ფიგურული მოციგურავე შემდგომ ეტაპზე გავიდა.