მსოფლიოს 23 წლამდელთა ჩემპიონატზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთი ქართველი იასპარეზებს
მსოფლიოს 23 წლამდელთა ჩემპიონატზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთი ქართველი იასპარეზებს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იწყებენ ასპარეზობებს.

ჩვენი ქვეყნის ღირსებას ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლევან ქავჟარაძე (63 კგ), ბექა მამუკაშვილი (77 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) დაიცავენ.

შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ,რომ 23 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გამოსვლა ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.