მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ტურნირის სტარტი ოქტომბრისთვის გადაიტანეს
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ტურნირის სტარტი ოქტომბრისთვის გადაიტანეს

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) სექტემბრიდან ოქტომბრისთვის გადაიტანა სამხრეთ ამერიკის ზონაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის სტარტი, – წერია ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე.

სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციამ ფიფას თხოვა დაამატოს კალენდარში საერთაშორისო მატჩებისთვის ფანჯარა 2020 წლის იანვარს, რათა დაასრულოს ტურნირი 2022 წლის მარტისთვის.

2022 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირი 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.