მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ფინალის არბიტრი - მარადონა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ადამიანია, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ
მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ფინალის არბიტრი - მარადონა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ადამიანია, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ

მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ფინალის მთავარმა მსაჯმა, მექსიკელმა ედგარდო კოდესალმა ნეგატიურად მოიხსენია არგენტინული ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა, რომელიც ფინალში გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშობდა.

მატჩი რომში 1990 წლის 8 ივლისს გაიმართა. არგენტინის ჰიმნის შესრულების დროს, სტადიონი უსტვენდა, რამაც მარადონას აღშფოთება გამოიწვია.

„ჩემთვის მტკივნეულია, რომ დღემდე დარჩნენ არგენტინელები, რომლებსაც ჩემ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. დღემდე ვიღებ შეტყობინებებს, რომელშიც გამოთქვამენ სურვილს, რომ ჩემი შვილები და შვილიშვილები კორონავირუსით დაიხოცონ და მე ამისგან დავიტანჯო“, – განაცხადა კოდესალმა, – „რაც შეეხება მარადონას, მე შემეძლო ის მატჩამდე, ჰიმნების დროს გამეძევებინა, მაგრამ გავერკვიე იმ სიტუაციაში. მარადონა მოედანზე სასწაულს ჩადიოდა, მაგრამ შინაგანად, ის უსიამოვნო ადამიანია. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, ვისაც კი ცხოვრებაში შევხვედრივარ“.

1990 წლის ფინალში კოდესალმა ორი არგენტინელი გააძევა მოედნიდან, ხოლო ერთადერთი გოლი გერმანელმა ანდრეას ბრემემ 85-ე წუთზე პენალტით გაიტანა.