მსოფლიო წყალბურთის ლეგენდა ბენედეკ ტიბორი გარდაიცვალა
მსოფლიო წყალბურთის ლეგენდა ბენედეკ ტიბორი გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგადგ 47 წლის ასაკში ლეგენადარული უნგრელი წყალბურთელი ბენედეკ ტიბორი გარდაიცვალა. ყველა დროის ერთ-ერთ გამორჩეულ წყალბურთელს უნგრული და მსოფლიო წყალბურთის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს. ბენედეკ ტიბორი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ზედზედ სამჯერ – 2000, 2004 და 2008 წლებში გახდა. ის ასევე 2003 წლის მსოფლიოსა და 1997 წლის ევროპის ჩემპიონია.

2013-2016 წლებში ბენედეკ ტიბორი უნგრეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

ლეგენდარულ წყალბურთელის ხსოვნას ბუდაპეშტში პატივი ასობით თანამემამულემ მიაგო. საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციამ ბენედეკ ტიბორის გარდაცვალების გამო უნგრელ კოლეგებს სამძიმრის წერილი გაუგზავნეს და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვეს.

დათო რურუა (საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი) – „უდიდესი წყალბურთელი იყო, გამორჩეული თვისებებით. ზედიზედ სამი ოლიმპიადის მოგება ალბათ ყველაფერზე მეტყველებს. ძალიან ვწუხვართ და ვუთანაგრძნობთ პირველ რიგში მის ოჯახს. ძალიან დიდი დანაკლისია მსოფლიო წყალბურთისთვის“..