მსოფლიო თასის პირველი ეტაპი - ბიატლონში შერეული ესტაფეტა ფრანგებმა მოიგეს
მსოფლიო თასის პირველი ეტაპი - ბიატლონში შერეული ესტაფეტა ფრანგებმა მოიგეს

სლოვენიურ პოკლიუკაში მიმდინარე მსოფლიო თასის პირველ ეტაპზე, დღეს ბიატლონში ​შერეულ ესტაფეტაში (6კმ*2+7.5კმ*2 ) რბოლა გაიმართა, სადაც საფრანგეთის ნაკრებმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. მეორე ადგილზე შევეიცარია, მესამეზე კი იტალიის ნაკრები გავიდა. მსოფლიოს საუკეთესო ბიატლონისტი ფრანგი მარტინ ფურკადი, რბოლაში მესამე ჩაერთო და ნაკრების გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

საფრანგეთის ნაკრები ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდა: ანაის ბესკონიჟუსტინ ბრეზა, მარტინ ფურკადი, სიმონ დესტიე. შემდეგი რბოლა პოკლიუკაში კაცთა შორის, ინდივიდუალურ შეჯიბრი (20კმ) იქნება, რომელიც 5 დეკემბერს გაიმართება.