მსოფლიო თასის მესამე ეტაპი 19-22 დეკემბერს ანსი-ლე გრან ბორნანში გაიმართება | ბიატლონი
30 ნოემბერს სტარტი აიღო 2019-2020 წლების სეზონის მსოფლიო თასმა ბიატლონში. ამ დროისათვის ორი ეტაპი – 30 ნოემბერი-8 დეკემბერი ოსტერსუნდში (შვედეთი) და 13-16 დეკემბერს ჰოხფილცენში (ავსტრია) უკვე გაიმართა.
მესამე ეტაპი 19-22 დეკემბერს ანსი-ლე გრან ბორნანში შედგება და ეს 2019 წლის მსოფლიო თასის ბოლო რბოლები იქნება. შეგახსენებთ, რომ საერთო ჩათვლაში მამაკაცებში 211 ქულით ნორვეგიელი იოჰანეს ბო ლიდერობს, ხოლო ქალებში პირველ ადგილს 156 ქულით იტალიელი დოროტეა ვირერი იკავებს.