მსოფლიო თასი 2026, სამხრეთ ამერიკა, შესარჩევი | არგენტინამ მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლით სტუმრად ურუგვაის მოუგო #1TVSPORT
ფაქტები
* არგენტინას შეუძლია მომდევნო ტურში გაიფორმოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა – ამისთვის საკმარისი იქნება საშინაო შეხვედრაში ფრე ბრაზილიასთან.
* რაფინიას კლუბსა და ნაკრებში ბოლო 4 მატჩში 4 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.
* ვინისიუსმა შესარჩევში პირველი გოლი გაიტანა. „რეალის“ ფირვარდს ნაკრებში გოლი 2024 წლის ივნისის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი. სულ ვინისიუსს შესარჩევ ტურნირში ორი შედეგიანი მოქმედება აქვს – თითო გოლი და საგოლე გადაცემა.
* კოლუმბიამ ზედიზედ მე-3 მატჩი წააგო.
* ბრაზილიამ ბოლო 3 მატჩში პირველად მოიგო.
* ვენესუელის ნაკრების მეკარემ, რომომ შესარჩევში 3 პენალტი მოიგერია.
* ეკვადორის ნაკრების მეკარის, გალინდესის „მშრალი“ სერია მე-500 წუთზე შეწყდა.
* პარაგვაი, გუსტავო ალფაროს ხელმძღვანელობით, ზედიზედ 7 მატჩია, არ მარცხდება. არგენტინელი სპეციალისტი გუნდის მესამე მწვრთნელია მიმდინარე შესარჩევში.
* პერუს ნაკრების ფორვარდმა, პაოლო გერერომ 41 წლისა და 78 დღის ასაკში გაიტანა. ის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, ვისაც სამხრეთ ამერიკის შესარჩევში გოლი გაუტანია.
XIII ტური
პარაგვაი-ჩილე 1:0
გოლი: 1:0 ალდერეტე (60)
ბრაზილია-კოლუმბია 2:1
გოლები: 1:0 რაფინია (6-პენ), 1:1 დიასი (41), 2:1 ვინისიუსი (90+9)
ბრაზილია: ალისონი (77. ბენტუ), მარკინიოსი. არანა, ვანდერსონი (79. ვესლი ვინისიუსი), გაბრიელ მაგალიაეში, ჟერსონი (28. ჟოელინტონი), გიმარაეში (78. ანდრე), რაფინია, ვინისიუსი (90+12. ლეო ორტისი), როდრიგო (78. სავიო), ჟოაო პედრო (60. კუნია).
პერუ-ბოლივია 3:1
გოლები: 1:0 პოლო (38), 2:0 გერერო (45), ტერსეროსი (57-პენ), 3:1 ფლორესი (82)
ეკვადორი-ვენესუელა 2:1
გოლები: 1:0 ვალენსია (39), 2:0 ვალენსია (46), 2:1 კადისი (90+1)
70-ე წუთზე ვალენსიამ (ეკვადორი) პენალტი ვერ გამოიყენა
ურუგვაი-არგენტინა 0:1
გოლი: 0:1 ალმადა (68)
არგენტინა: მარტინესი, ტალიაფიკო, რომერო, ოტამენდი, მოლინა, პარედესი (87. ბალერდი), ფერნანდესი, მაკალისტერი (79. პალასიოსი), ალმადა (87. კორეა), სიმეონე (69. ნ. გონსალესი), ალვარესი.
გაძევება: ნ. გონსალესი (90+5. არგენტინა)
|
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
| 1. არგენტინა |
13 |
9 |
1 |
3 |
22:7 |
28 |
| 2. ეკვადორი |
13 |
7 |
4 |
2 |
13:5 |
22* |
| 3. ბრაზილია |
13 |
6 |
3 |
4 |
19:12 |
21 |
| 4. ურუგვაი |
13 |
5 |
5 |
3 |
17:10 |
20 |
| 5. პარაგვაი |
13 |
5 |
5 |
3 |
9:7 |
20 |
| 6. კოლუმბია |
13 |
5 |
4 |
4 |
16:12 |
19 |
| 7. ბოლივია |
13 |
4 |
1 |
8 |
14:30 |
13 |
| 8. ვენესუელა |
13 |
2 |
6 |
5 |
12:17 |
12 |
| 9. პერუ |
13 |
2 |
4 |
7 |
6:16 |
10 |
| 10. ჩილე |
13 |
2 |
3 |
8 |
9:21 |
9 |
* ეკვადორს დაკლებული აქვს 3 ქულა
XIV ტური. 25 მარტი
ბოლივია-ურუგვაი
კოლუმბია-პარაგვაი
ვენესუელა-პერუ
არგენტინა-ბრაზილია
ჩილე-ეკვადორი