მსოფლიო თასი 2026, სამხრეთ ამერიკა | მესიმ დუბლი შეასრულა, ესტევაომ ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* ლიონელ მესიმ შეწყვიტა ნაკრებში 4-მატჩიანი უგოლო სერია.
* მესის ნაკრებში 114 გოლი აქვს 194 მატჩში. სანაკრებო დონეზე გოლების რაოდენობით ის მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს (138) ჩამორჩება.
* მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე 36 გოლი დააგროვა და კრიშტიანო რონალდოს დაეწია. უფრო წინ მხოლოდ გვატემალელი კარლოს რუისია (39 გოლი).
* არგენტინის ნაკრები, ზედიზედ 6 მატჩია, არ მარცხდება – 5 მოგება, 1 ფრე.
* არგენტინამ მეთორმეტედ შეინახა „მშრალად“ საკუთარი კარი.
* ფრანკო მასტანტუონომ პირველად ითამაშა არგენტინის სასტარტო შემადგენლობაში.
* არგენტინამ ბოლო 30 მატჩში 25-ედ მოუგო ვენესუელას.
* ხამეს როდრიგესმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე მე-14 გოლი გაიტანა და რადამელ ფალკაოს ეროვნული რეკორდი მოხსნა.
* კოლუმბიამ გასული წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მოიგო. გუნდს ჰქონდა 6-მატჩიანი მოუგებელის სერია (3 ფრე, 3 წაგება).
* პერუმ ზედიზედ მე-4 მატჩი ვერ მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაკარგა.
* პარაგვაი 2010 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე.
* ბრაზილიის ნაკრებს კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით 2 მოგება და 1 ფრე აქვს, ბურთების შეფარდება – 4:0.
* 18 წლის ესტევაომ პირველი გოლი გაიტანა ბრაზილიის ნაკრებში.
* ბრაზილიამ ჩილეს ზედიზედ მეექვსედ მოუგო.
ურუგვაი-პერუ 3:0
გოლები: 1:0 აგირე (14), 2:0 დე არასკაეტა (58), 3:0 ვინიასი (80)
კოლუმბია-ბოლივია 3:0
გოლები: 1:0 ხამეს როდრიგესი (31), 2:0 კორდობა (74), 3:0 კინტერო (83)
ბრაზილია-ჩილე 3:0
გოლები: 1:0 ესტევაო (38), 2:0 ლუკას პაკეტა (72), 3:0 გიმარაეში (76)
ბრაზილია: ალისონი, დუგლას სანტოსი, გაბრიელ მაგალიაეში, მარკინიოსი, უესლი, გიმარაეში, კაზემირო (66. სანტოსი), მარტინელი (71. ლუკას პაკეტა), რაფინია (79. რიჩარლისონი), ესტევაო (66. ლუის ენრიკე), ჟოაო პედრო (71. ჟორჟე კაიო).
პარაგვაი-ეკვადორი 0:0
არგენტინა-ვენესუელა 3:0
გოლები: 1:0 მესი (39), 2:0 ლ. მარტინესი (76), 3:0 მესი (80)
არგენტინა: ე. მარტინესი, ტალიაფიკო, ოტამენდი, რომერო, მოლინა (81. სიმეონე), პარედესი (74. პალასიოსი), დე პაული, ალმადა (81. პასი), მასტანტუონო (63. გონსალესი), ხ. ალვარესი (74. ლ. მარტინესი), მესი.
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. არგენტინა | 17 | 12 | 2 | 3 | 31:9 | 38 |
| 2. ბრაზილია | 17 | 8 | 4 | 5 | 24:16 | 28 |
| 3. ურუგვაი | 17 | 7 | 6 | 4 | 22:12 | 27 |
| 4. ეკვადორი | 17 | 7 | 8 | 2 | 13:5 | 26* |
| 5. კოლუმბია | 17 | 6 | 7 | 4 | 22:15 | 25 |
| 6. პარაგვაი | 17 | 6 | 7 | 4 | 13:10 | 25 |
| 7. ვენესუელა | 17 | 4 | 6 | 7 | 15:22 | 18 |
| 8. ბოლივია | 17 | 5 | 2 | 10 | 16:35 | 17 |
| 9. პერუ | 17 | 2 | 6 | 9 | 6:20 | 12 |
| 10. ჩილე | 17 | 2 | 4 | 11 | 9:27 | 10 |
* ეკვადორს დაკლებული აქვს 3 ქულა