მსოფლიო თასი 2026, სამხრეთ ამერიკა | არგენტინამ მესის გარეშე წააგო, ბრაზილია შესარჩევში მეხუთეზე გავიდა, სუარესმა 25 წუთში პოკერი შეასრულა, ბოლივია პლეი ოფშია #1TVSPORT
ფაქტები
* ბოლივიის ნაკრები მეშვიდე ადგილზე გავიდა და საკონტინენტთაშორისო პლეი ოფში ითამაშებს.
* კოლუმბიელმა ლუის სუარესმა პირველად გაიტანა სანაკრებო დონეზე – „სპორტინგის“ ფორვარდმა 25 წუთში პოკერი შეასრულა. ეს იყო სამხრეთ ამერიკის შესარჩევის ისტორიაში მხოლოდ მეხუთე შემთხვევა. ბოლო პოკერი ეკუთვნოდა ურუგვაელ ლუის სუარესს (2011 წელი).
* ხამეს როდრიგესმა (კოლუმბია) მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში მე-15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მან უკან ჩამოიტოვა ლიონელ მესი და მეორე ადგილს იყოფს ჩილელ ალექსის სანჩესთან. წინ მხოლოდ ნეიმარია (19).
* ბრაზილიამ პირველად წააგო კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით. მანამდე იყო ორი მოგება და ფრე.
* ენერ ვალენსიამ მე-100 მატჩი ჩაატარა ეკვადორის ნაკრებში.
* ეკვადორმა ბოლო 15 შესარჩევ მატჩში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა.
* შეწყდა არგენტინის 6-მატჩიანი წაუგებელი სერია.
ეკვადორი-არგენტინა 1:0
გოლი: 1:0 ვალენსია (45+13-პენ)
არგენტინა: ე. მარტინესი, მონტიელი (68. მოლინა), ბალერდი, ოტამენდი, ტალიაფიკო, დე პაული (68. ლო ჩელსო), პარედესი (62. მასტანტუონო), სიმეონე (38. ფოიტი), მაკალისტერი, გონსალესი, ლ. მარტინესი (63. ხ. ალვარესი).
ბოლივია-ბრაზილია 1:0
გოლი: 1:0 ტერსეროსი (45-პტნ)
ბრაზილია: ალისონი, ვიტინიო (61. მარკინიოსი), ფაბრისიო ბრუნო, ალეშანდრო, კაიო ენრიკე, ლუკას პაკეტა, ანდრეი სანტოსი (73. ჟამ ლუკასი, ბრუნო გიმარაეში, ლუის ენრიკე (61. ესტევაო), რიჩარლისონი (61. ჟოაო პედრო), სამუელ ლინო (61. რაფინია).
ჩილე-ურუგვაი 0:0
პერუ-პარაგვაი 0:1
გოლი: 0:1 გალარსა (78)
ვენესუელა-კოლუმბია 3:6
გოლები: 1:0 სეგოვია (3), 1:1 მინა (10), 2:1 მარტინესი (12), 2:2 სუარესი (42), 2:3 სუარესი (50), 2:4 სუარესი (59), 2:5 სუარესი (67), 3:5 რონდონი (76), 3:6 კორდობა (78)
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. არგენტინა | 18 | 12 | 2 | 4 | 31:10 | 38 |
| 2. ეკვადორი | 18 | 8 | 8 | 2 | 14:5 | 29* |
| 3. კოლუმბია | 18 | 7 | 7 | 4 | 28:18 | 28 |
| 4. ურუგვაი | 18 | 7 | 7 | 4 | 22:12 | 28 |
| 5. ბრაზილია | 18 | 8 | 4 | 6 | 24:17 | 28 |
| 6. პარაგვაი | 18 | 7 | 7 | 4 | 14:10 | 28 |
| 7. ბოლივია | 18 | 6 | 2 | 10 | 17:35 | 20 |
| 8. ვენესუელა | 18 | 4 | 6 | 8 | 18:28 | 18 |
| 9. პერუ | 18 | 2 | 6 | 10 | 6:21 | 12 |
| 10. ჩილე | 18 | 2 | 5 | 11 | 9:27 | 11 |
* ეკვადორს დაკლებული აქვს 3 ქულა