მსოფლიო თასი 2026, ევროპა, L ჯგუფი | ხორვატია 100-პროცენტიანი შედეგით ლიდერობს #1TVSPORT
ფაქტები
* ხორვატიას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
* ანდრეი კრამარიჩს 3 შესარჩევ ტურნირში 5 გოლი დაუგროვდა.
* ხორვატებმა შეწყვიტეს 7-მატჩიანი მოუგებელი სერია საკუთარი ქვეყნის გარეთ ჩატარებულ შეხვედრებში.
* ფარერებს ზედიზედ 27 მატჩი აქვს წაგებული ფიფა-ს რეიტინგის ტოპათეულში მყოფი ნაკრებების წინააღმდეგ.
* ჩეხეთს მონტენეგროსთვის 7-დან 7 მატჩი აქვს მოგებული.
ფარერები-ხორვატია 0:1
გოლი: 0:1 კრამარიჩი (31)
მონტენეგრო-ჩეხეთი 0:2
გოლები: 0:1 ჩერვი (3), 0:2 ჩერნი (90+6)
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. ჩეხეთი | 5 | 4 | 0 | 1 | 11:6 | 12 |
| 2. ხორვატია | 3 | 3 | 0 | 0 | 13:1 | 9 |
| 3. მონტენეგრო | 4 | 2 | 0 | 2 | 4:5 | 6 |
| 4. ფარერები | 4 | 1 | 0 | 3 | 3:5 | 3 |
| 5. გიბრალტარი | 4 | 0 | 0 | 4 | 2:16 | 0 |