მსოფლიო თასი 2026, ევროპა, K ჯგუფი | ინგლისმა ზედიზედ მეოთხედ გოლის გაუშვებლად მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო თასი 2026, ევროპა, K ჯგუფი | ინგლისმა ზედიზედ მეოთხედ გოლის გაუშვებლად მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* ინგლისს ანდორასთვის 8-დან 8 შეხვედრა აქვს მოგებული, ბურთების შეფარდებით – 28:0.

* ანდორას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში 60 წაგება დაუგროვდა.

* ჰარი კეინი TOP-5-ში შევიდა ინგლისის ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით. ფორვარდმა 108-ედ ითამაშა ეროვნულ გუნდში და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა მე-5 ადგილზე მყოფ ბობი მურს. მათზე წინ არიან: სტივენ ჯერარდი (114), დევიდ ბექჰემი (115), უეინ რუნი (120) და პიტერ შილტონი (125).

* სერბეთმა შეწყვიტა სტუმრად 8-მატჩიანი მოუგებელი სერია.

* დუშან ვლაჰოვიჩს ახალ სეზონში „იუვენტუსსა“ და სერბეთის ნაკრებში ყველა მატჩში აქვს გატანილი გოლი.

 

ლატვია-სერბეთი             0:1

გოლი: 0:1 ვლაჰოვიჩი (12)

 

ინგლისი-ანდორა             2:0

გოლები: 1:0 გარსია (25-საკ. კარში), 2:0 რაისი (67)

ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი – ჯეიმსი (68. როჯერსი), გუეჰი (76. კონსა), ბერნი, ლუის-სკელი – ანდერსონი, რაისი (68. ლივრამენტო) – მადუეკე, ეზე (78. გიბს-უაიტი), რეშფორდი (68. გორდონი) – კეინი.

1. ინგლისი 4 4 0 0 8:0 12
2. სერბეთი 3 2 1 0 4:0 7
3. ალბანეთი 4 1 2 1 4:3 5
4. ლატვია 4 1 1 2 2:5 4
5. ანდორა 5 0 0 5 0:10 0