მსოფლიო თასი 2026, ევროპა | ინგლისმა შესარჩევი ტურნირი მოგებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* ჰარი კეინმა ინგლისის ნაკრებში 70-ე გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე მყოფ უეინ რუნის 53 გოლი აქვს.
* 2025 წელს კეინმა კლუბსა და ნაკრებში 19 მატჩში 13 გოლი გაიტანა.
* მაილზ ლუის-სკელი 18 წლისა და 176 დღის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა. მან მარკუს რეშფორდის რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 18 წლისა და 209 დღის იყო, როცა 2016 წლის მაისში ავსტრალიას გაუტანა.
* მარკუს რეშფორდი პირველად მოხვდა ინგლისის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში 2023 წლის 17 ნოემბრის შემდეგ.
* რობერტ ლევანდოვსკიმ 85-ე გოლი გაიტანა პოლონეთის ნაკრებში.
* ბოსნიის ნაკრებმა შეწყვიტა 12-მატჩიანი მოუგებელი სერია.
G ჯგუფი
მალტა-ფინეთი 0:1
გოლი: 0:1 ანტმანი (38)
პოლონეთი-ლიეტუვა 1:0
გოლი: 1:0 ლევანდოვსკი (81)
H ჯგუფი
კვიპროსი-სან მარინო 2:0
გოლები: 1:0 პიტასი (55), 2:0 კაკულისი (86)
რუმინეთი-ბოსნია 0:1
გოლი: 0:1 გიგოვიჩი (14)
K ჯგუფი
ანდორა-ლატვია 0:1
გოლი: 0:1 შიტსი (58)
ინგლისი-ალბანეთი 2:0
გოლები: 1:0 ლუის-სკელი (20), 2:0 კეინი (77)
ინგლისი: პიკფორდი, უოკერი, კონსა, ბერნი, ლუის-სკელი (90. ჯეიმსი), რაისი (82. ჰენდერსონი), ფოდენი (74. როჯერსი), ბელინგემი, ჯონსი (74. გორდონი), კეინი, რეშფორდი (74. ბოუენი).