მსოფლიო თასი 2026, ევროპა, I ჯგუფი | იტალიამ გატუზოს ხელმძღვანელობით პირველად მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* იტალიამ პირველ ტაიმში 17 დარტყმა შეასრულა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა.
* ესტონეთს 8-დან 8 წაგება აქვს იტალიის წინააღმდეგ.
* ნაკრებში დებიუტის (2021) მომენტიდან იტალიის ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი გოლი რასპადორიმ გაიტანა.
* ანტონიო კონტესა და რობერტო მანჩინის შემდეგ ჯენარო გატუზო XXI საუკუნეში იტალიის ნაკრების მესამე მწვრთნელია, ვინც სანაკრებო კარიერა მოგებით დაიწყო.
* იტალიამ ბოლო 4 წელიწადში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო.
* ისრაელს მოლდოვასთან 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
* ისრაელმა ბოლო 6 მატჩში მეხუთედ მოიგო.
* მოლდოვას 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
მოლდოვა-ისრაელი 0:4
გოლები: 0:1 დ. პერეცი (15), 0:2 სოლომონი (35), 0:3 ბარიბო (59), 0:4 გლუხი (77)
იტალია-ესტონეთი 5:0
გოლები: 1:0 კინი (58), 2:0 რეტეგი (69), 3:0 რასპადორი (71), 4:0 რეტეგი (89), 5:0 ბასტონი (90+2)
იტალია (4-4-2): დინარუმა – დი ლორენცო, ბასტონი, კალაფიორი, დიმარკო (67. კამბიაზო) – პოლიტანო (76. ორსოლინი), ბარელა, ტონალი (76. ლოკატელი), ძაკანი (66. რასპადორი) – კინი (84. ესპოზიტო), რეტეგი.
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. ნორვეგია | 4 | 4 | 0 | 0 | 13:2 | 12 |
| 2. ისრაელი | 4 | 3 | 0 | 1 | 11:6 | 9 |
| 3. იტალია | 3 | 2 | 0 | 1 | 7:3 | 6 |
| 4. ესტონეთი | 5 | 1 | 0 | 4 | 5:13 | 3 |
| 5. მოლდოვა | 4 | 0 | 0 | 4 | 2:14 | 0 |