მსოფლიო თასი 2026, ევროპა, I ჯგუფი | იტალიამ 9-გოლიან მატჩში ისრაელს მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* მოიზე კინმა თავის პირველ სამ შესარჩევ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა. მას ერთი გოლი არ ეყო ლუიჯი რივას რეკორდის გასამეორებლად.
* იტალიამ თავის ისტორიაში მეორედ გაიტანა ხუთი გოლი ზედიზედ ორ მატჩში.
* მატეო რეტეგიმ სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა ისრაელის წინააღმდეგ. სულ ფორვარდს ოთხ შესარჩევ მატჩში ორი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა აქვს.
* იტალიას ისრაელთან 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
ისრაელი-იტალია 4:5
გოლები: 1:0 ლოკატელი (16-საკ. კარში), 1:1 კინი (40), 2:1 პეტეცი (52), 2:2 კინი (54), 2:3 პოლიტანო (59), 2:4 რასპადორი (81), 3:4 ბასტონი (87-საკ. კარში), 4:4 პერეცი (89), 4:5 ტონალი (90+1)
იტალია (4-4-2): დონარუმა – დი ლორენცო, მანჩინი, ბასტონი, დიმარკო (71. კამბიაზო) – პოლიტანო (68. ორსოლინი), ტონალი, ლოკატელი, ბარელა (68. ფრატეზი) – კინი (79. რასპადორი), რეტეგი (88. მალდინი).
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. ნორვეგია | 4 | 4 | 0 | 0 | 13:2 | 12 |
| 2. იტალია | 4 | 3 | 0 | 1 | 12:7 | 9 |
| 3. ისრაელი | 5 | 3 | 0 | 2 | 15:11 | 9 |
| 4. ესტონეთი | 5 | 1 | 0 | 4 | 5:13 | 3 |
| 5. მოლდოვა | 4 | 0 | 0 | 4 | 2:14 | 0 |