მსოფლიო თასი 2026, ევროპა, F ჯგუფი | პორტუგალიამ კრიშტიანო რონალდოსა და ჟოაო ფელიქსის დუბლებით სომხეთი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* კრიშტიანო რონალდომ გაუსწრო ლიონელ მესის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში გოლების რაოდენობით. პორტუგალიელს 38 გოლი აქვს, არგენტინელს – 36. ისინი ჩამორჩებიან მხოლოდ კარლოს ლუისს გვატემალადან (39).
* რონალდომ კარიერაში 941-ე და 942-ე გოლები გაიტანა.
* რონალდომ პორტუგალიის ნაკრებში ზედიზედ მე-4 მატჩში გაიტანა და ჯამში 140 გოლი დააგროვა. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა მესი 114 გოლით.
* 40 წლის რონალდომ კლუბსა და ნაკრებში ბოლო 8 ოფიციალური მატჩიდან 7-ში გაიტანა.
* ჟოაო ფელიქსს ამ სეზონის ორ ოფიციალურ მატჩში კლუბსა და ნაკრებში 5 გოლი დაუგროვდა.
* პორტუგალიას სომხეთთან 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
* უნგრეთი ირლანდიას, 7 მატჩია, ვერ უგებს.
* უნგრეთს ბოლო 7 მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.
* ბარნაბას ვარგას „ფერენცვაროშსა“ და უნგრეთის ნაკრებში ბოლო 12 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი.
ირლანდია-უნგრეთი 2:2
გოლები: 0:1 ვარგა (2), 0:2 შალაი (15), 1:2 ფერგიუსონი (49), 2:2 იდა (90+3)
გაძევება: შალაი (52. უნგრეთი)
სომხეთი-პორტუგალია 0:5
გოლები: 0:1 ჟოაო ფელიქსი (10), 0:2 კრიშტიანო რონალდო (21), 0:3 ჟოაო კანსელო (32), 0:4 კრიშტიანო რონალდო (46), 0:5 ჟოაო ფელიქსი (61)
პორტუგალია (4-3-3): დიოგო კოშტა – ჟოაო კანსელო (79. ჟოაო პალინია), გონსალო ინასიო, რუბენ დიაში, ჟოაო მენდეში (67. ნუნუ ტავარეში) – ბრუნო ფერნანდეში, ჟოაო ნევეში, პედრო ნეტო (46. ტრინკაო) – ვიტინია, კრიშტიანო რონალდო (58. გონსალო რამუში), ჟოაო ფელიქსი (67. პედრო გონსალვეში).