მსოფლიო თასი 2026, ევროპა, E ჯგუფი | ესპანეთმა სარეკორდო სერიები გააგრძელა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* ესპანეთმა ზედიზედ 29-ე მატჩში გაიტანა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში.
* 2025 წელს ესპანეთის ნაკრების ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა ოიარსაბალი – 4 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა.
* ესპანეთს ბულგარეთის წინააღმდეგ 6 მატჩში 5 მოგება და ერთი წაგება აქვს.
* ბულგარეთს ბოლო 16 ოფიციალურ მატჩში მხოლოდ 2 მოგება აქვს.
* მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო შვიდ შესარჩევ ციკლში ესპანეთს მხოლოდ ერთი წაგება აქვს (52 მოგება, 14 ფრე).
ბულგარეთი-ესპანეთი 0:3
გოლები: 0:1 ოიარსაბალი (5), 0:2 კუკურელია (30), 0:3 მერინო (38)
ესპანეთი: სიმონი, პორო (62. კარვახალი), ლე ნორმანი (46. კუბარსი), ჰუისენი, კუკურელია, მერინო, სუბიმენდი (62. როდრი), პედრი, იამალი (79. ხესუს როდრიგესი), ოიარსაბალი, უილიამსი (71. ოლმო).