მსოფლიო თასი 2026, ევროპა, C ჯგუფი | საბერძნეთმა ბელარუსს დიდი ანგარიშით სძლია, დანიამ შინ შოტლანდიას ვერ გაუტანა #1TVSPORT
ფაქტები
* საბერძნეთს ბოლო 12 მატჩში 10 მოგება აქვს.
* ბელარუსმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ბოლო 13 მატჩში მე-12 წაგება მიითვალა.
* 17 წლის კონსტანტინოს კარეცასს გოლი და საგოლე გადაცემა ჰქონდა. სულ მან საბერძნეთის ნაკრებში 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
* დანიას 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ არ წაუგია შინ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი.
* დანიამ ბოლო 13 საშინაო შეხვედრაში 11 მოიგო და ორჯერ ფრე ითამაშა.
საბერძნეთი-ბელარუსი 5:1
გოლები: 1:0 კარეცასი (3), 2:0 პავლიდისი (17), 3:0 ბაკასეტასი (21), 4:0 კურბელისი (36), 5:0 ცოლისი (63), 5:1 ბარკოვსკი (72-პენ)
დანია-შოტლანდია 0:0