მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პირველი ნახევარფინალისტი „ფლუმინენსე“ გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ბრაზილიურმა „ფლუმინენსემ“ საუდის არაბეთის „ალ ჰილალი“ 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ბრაზილიელები მე-40 წუთზე მარტინელიმ დააწინაურა და პირველი ნახევარი „ფლუმინენსემ“ 1:0 მოიგო.

მეორე ტაიმის დასაწყისში მარკოს ლეონარდოს მიერ გატანილი გოლით „ალ ჰილალმა“ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა ბრაზილილებმა ძირითად დროში მეორე გოლის გატანაც მოახერხეს – თავი ერკულესმა გამოიჩინა და საბოლოოდ შეხვედრა მათი გამარჯვებით დასრულდა.

ნახევარფინალში „ფლუმინენსეს“ მეტოქე „პალმეირასისა“ და „ჩელსის“ წყვილში გამარჯვებული იქნება – შეხვედრა 05:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.