მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „პარი სენ-ჟერმენისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ მატჩს 80 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო #1TVSPORT
ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე B ჯგუფის პირველი ტურის მატჩს „პარი სენ-ჟერმენსა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის, ოფიციალური ინფორმაციით, 80 619 ადამიანი დაესწრო, რაც ამ ეტაპზე დასწრების მხრივ ტურნირზე საუკეთესო მაჩვენებელია.
პასადენაში ჩატარებული შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა, „პარი სენ-ჟერმენმა“ 4:0 მოიგო. „ატლეტიკოს“ კარში გოლები ფაბიან რუისმა, ვიტინიამ, მაიულუმ და ლიმ გაიტანეს. პირველ ტაიმში ორი საგოლე გადაცემა შეასრულა ხვიჩა კვარაცხელიამ.
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პარიზელები ბრაზილიურ „ბოტაფოგოს“ 20 ივნისს შეხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მატჩების ხილვა პირველი არხის პლატფორმებზე შეგიძლიათ.