მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველი ფინალისტი „ჩელსი“ გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ლონდონის „ჩელსიმ“ ბრაზილიური „ფლუმინენსე“ 2:0 დაამარცხა და ტურნირის პირველი ფინალისტი გახდა.

ლონდონელებმა ანგარიში პირველ ტაიმში გახსნეს – მე-18 წუთზე თავი ჟოაო პედრომ გამოიჩინა, რომელმაც მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა და თავის გუნდს ფინალის საგზური მოუტანა.

„ჩელსის“ მეტოქე 9 ივლისს ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენისა“ და მადრიდის „რელის“ მატჩში გამოვლინდება – შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.