მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი | ტურნირის ოთხი მერვედფინალისტი ცნობილია #1TVSPORT
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი | ტურნირის ოთხი მერვედფინალისტი ცნობილია #1TVSPORT

2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხედრები დასრულდა.

G ჯგუფში ტურინის „იუვენტუსმა“ „ვიდადი“ 4:1 დაამარცხა. ტურინელთა მხრიდან გოლები ილდიზმა (2) და ვლაჰოვიჩმა გაიტანეს. მატჩში „ვიდადის“ მოთამაშე ბოუტული ავტოგოლის ავტორი გახდა, ხოლო მაროკოლეთა მხრიდან თავი ლორჩმა გამოიჩინა.

ამავე ჯგუფში „მანჩესტერ სიტიმ“ დიდი ანგარიშით, 6:0 დაამარცხა „ალ აინი“. გიუნდოგანმა შეხვედრაში დუბლი შეასრულა, ხოლო თითო გოლით თავი ეჩევერიმ, ჰალანდმა, ბობიმ და შერკიმ გამოიჩინეს.

H ჯგუფში თავისი მატჩი მოიგო მადრიდის „რეალმა“. ხაბი ალონსოს გაწვრთნილებმა „პაჩუკას“ 3:1 სძლიეს. მექსიკელთა კარში გოლები ბელინგემმა, გიულერმა და ვალვერდემ გაიტანეს, ხოლო „პაჩუკას“ რიგებში გოლი მონტიელის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ „რეალი“ მე-7 წუთიდან 10 ფეხბურთელით თამაშობდა, მსაჯმა რაულ ასენსიო გააძევა. ამავე ჯგუფში „ალ ჰილალმა“ და „ზალცბურგმა“ ფრედ, 0:0 ითამაშეს.

შედეგად, ბოლო ტურის წინ ცნობილია ტურნირის ოთხი მერვედფინალისტი: „ბაიერნი“, „ფლამენგო“, „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ სიტი“.

მერვედფინალში გასვლის შანსი დაკარგა შვიდმა გუნდმა, ესენი არიან: „ოკლენდ სიტი“, „ლოს ანჯელესი“, „ურავა რედ დაიმონდსი“, „ულსანი“, „ვიდადი“, „ალ აინი“ და „პაჩუკა“.

დღეს, 23 ივნისს მესამე, ბოლო ტურის მატჩები დაიწყება.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 2025 | ტურის განრიგი:

23 ივნისი, 23:00 | „ატლეტიკო“ – „ბოტაფოგო“ (B ჯგუფი)

23 ივნისი, 23:00 | „სიეტლ სანდერსი“ – პსჟ (B ჯგუფი)

24 ივნისი, 05:00 | „პორტუ“ – „ალ აჰლი“ (A ჯგუფი)

24 ივნისი, 05:00 | „ინტერ მაიამი“ – „პალმეირასი“ (A ჯგუფი)

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა პირველი არხის პლატფორმებზე შეგიძლიათ.