მსოფლიო რბენა ლოპოტას ხეობაში 15:00 საათზე დაიწყება
მსოფლიო რბენა ლოპოტას ხეობაში 15:00 საათზე დაიწყება

15:00 საათზე, კახეთში, ლოპოტას ხეობის გადასახვევთან, მსოფლიო რბენა (Wings For Life World Run) დაიწყება. მარათონის მონაწილეები ლოპოტას ტბის ჩასახვევთან, თელავი–ყვარელის გზატკეცილზე ირბენენ. Wings for Life World Run საქველმოქმედო მარათონია, რომელიც ერთდროულად უამრავ ქვეყანაში იმართება.

მარათონს უნიკალური ფორმატი აქვს. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიონალებსაც, მოყვარულ მორბენლებსაც და ეტლით მოსარგებლე ადამიანებსაც. Wings for Life World Run-ს არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი. ფინიშის მანქანა სტარტიდან 30 წუთის შემდეგ იწყებს მოძრაობას და 14კმ/სთ მოძრაობს. მისი გასწრება, რბენიდან გამოთიშვას ნიშნავს. საბოლოოდ კი იმარჯვებს ის, ვისაც ბოლოს დაიჭერს აღნიშნული მანქანა.

აღსანიშნავია, რომ გარბენში მონაწილეობისთვის დარეგისტრირდნენ Wings For Life World Run 2018 წლის გამარჯვებულები ტაივანიდან და სახმრეთ აფრიკიდან. სულ რეგისტრაცია 7 000-მდე მონაწილემ გაიარა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დატბორილია გასართობი სივრცე, სადაც კონცერტი უნდა გამართულიყო და სსხვადასხვა აქტივობები იყო დაგეგმილი. მაგრამ მთავარია, რომ სარბენი ტრასა სრულ მზადყოფნაშია და მარათონის მონაწილეები შეუფერხებლად იბენენ.

საქართველოში მარათონისთვის კახეთი შეირჩა – საქართველოს რეგიონი, რომელიც ცნობილია ღვინის წარმოებითა და ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებით. კახეთში ღვინოს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ნეოლითურ ხანაში აწარმოებდნენ და სწორედ ამიტომ, ის მსოფლიოში ღვინის სამშობლოდაა ცნობილი.

კავკასიონის ქედი, ალაზნის ველი, უძველესი კულტურული ძეგლები, ბუნება და კახელების სტუმართმოყვარეობა ყველას აოცებს.