მსოფლიო ქვიშის თამაშებზე საქართველომ ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მსოფლიო ქვიშის თამაშებზე საქართველომ ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

დოჰაში მიმდინარე საინაუგურაციო მსოფლიო ქვიშის თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა.

საქართველოს წარმომადგენლები ქვიშის ჭიდაობაში ასპარეზობდნენ და დოჰაში მედლის მოპოვება ოთხივე ქართველმა ფალავნმა შეძლო.

ჩემპიონები დავით ხუციშვილი (80 კგ) და ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), გახდნენ. დავით მარსაგიშვილი (90) კგ. წონით კატეგორიაში მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა, ხოლო მამუკა კორძაია (+90 კგ). ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.