მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტის“ ეყოლება, ლიგებს შორის ლიდერი პრემიერლიგაა [ფოტო] #1TVSPORT
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ოფიციალური განაცხადები გამოქვეყნდა. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 48 ნაკრები, რომელთა რიგებში გამოძახებულია, ჯამში, 1248 ფეხბურთელი.
სტატისტიკოსებმა დაითვალეს, რომ ინგლისის პრემიერლიგას ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ეყოლება მსოფლიო ჩემპიონატზე – 166 ფეხბურთელი. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ბუნდესლიგა (101 მოთამაშე), მესამეზე – ლა ლიგა (82), მეოთხეზე – ლიგა 1 (81), მეხუთეზე – სერია A (66).
ათეულში ასევე შედიან: საუდის არაბეთის პროლიგა (46), MLS (43), თურქეთის სუპერლიგა (43), ინგლისის ჩემპიონშიფი (37) და ნიდერლანდების ერედივიზიონი (34).
კლუბებს შორის პირველ ადგილზეა „მანჩესტერ სიტი“, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე 19 ფეხბურთელი გაუშვა. მას ერთი ფეხბურთელით ჩამორჩება „ბაიერნი“ (18). მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები – „არსენალი“ და პსჟ (16).
ლიდერებს შორის არიან „ბარსელონა“ (14), „მანჩესტერ იუნაიტედი“ (13), „კრისტალ პალასი“ (13), და „ატლეტიკო“ (12).
მადრიდის „რეალი“, რომლის ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა ესპანათის ნაკრებში, მსოფლიო ჩემპიონატზე 10 ფეხბურთელს წარადგენს, რაც მე-13 მაჩვენებელია სიაში.

