მსოფლიო ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძის პირველი მეტოქე ცნობილია #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძის პირველი მეტოქე ცნობილია #1TVSPORT

კაიროში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, კაცთა შორის ხმალში ძირითადი ეტაპი ორშაბათს, 18 ივლისს გაიმართება.

საწყის ეტაპზე T64-ში მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ნომრად განთესილი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი სანდრო ბაზაძე 23 წლის გერმანელ, FIE-ს რეიტინგის N35 ფრედერიკ კინდლერს შეხვდება. ბექა ბაზაძის მეტოქე, 20 წლის ჩინელი, FIE-ს რეიტინგის 139-ე ნომერი ჩენპენგ შენი გახლავთ.

სანდრო და ბექა საშეჯიბრო ბადის ერთ მხარეს არიან და წარმატების შემთხვევაში ერთმანეთს T16-ში შეხვდებიან.