მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს

15:20, 18.09.2019

ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრებმა გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.

მათ 79 ქულა დააგროვეს: წურწუმია 25, გობაძე 25, ქაჯაია 15, მელია 10, ლომაძე 4).

პირველ ადგილზე რუსეთი გავიდა 132 ქულით, ხოლო მეორე უზბეკეთმა დაიკავა (80).

მსგავსი