მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპის მეორე ტური დასრულდა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპის მეორე ტური დასრულდა #1TVSPORT

ფილიპინებზე, იაპონიასა და ინდონეზიაში მიმდინარე საკალთბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპის მეორე ტური დასრულდა.

საინტერესოდ განვითარდა მოვლენები F ჯგუფში. კობე ვერდეს ნაკრებმა, ბევრისთვის მოულოდნელად, დაამარცხა ვენესუელა, ხოლო საქართველომ სლოვენიასთან წააგო. ასე რომ, უკანასკნელი ტურის წინ სლოვენიამ მომდევნო ეტაპის საგზური გაინაღდა, ხოლო მეორე ადგილი ბოლო ტურში დარჩენილ სამ გუნდს შორის გათამაშდება. ყველაზე კარგ მდგომარეობაში საქართველოა, რომელიც მეორე ჯგუფში იმ შემთხვევაში გადავა, თუ ვენესუელასთან 15 ქულაზე მეტით არ წააგებს, ხოლო სლოვენია კაბო ვერდეს მოუგებს.

მომდევნო ეტაპის საგზური გაინაღდეს სერბეთის, ესპანეთისა და აშშ-ის ნაკრებებმა. დღის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში ამერიკელებმა იანის ანტეტოკუმპოს გარეშე მოთამაშე საბერძნეთს დიდი ანგარიშით სძლიეს. ესპანეთს კი ბრაზილიის ნაკრებმა ვერ გაუწია წინააღმდეგობა.

28 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონატზე ორმა მოთამაშემ ინდივიდუალურად გაიბრწყინა. ლუკა დონჩიჩმა საქართველოსთან 34 ქულა, 10 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი დააგროვა. იორდანიის ნაკრების ლიდერს, ჰოლის-ჯეფერსონს 39 ქულა ჰქონდა ახალ ზელანდიასთან, თუმცა მისმა გუნდმა წააგო და მეორე ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა.

28 აგვისტო, შედეგები:

B ჯგუფი:

ჩინეთი – სამხრეთ სუდანი 89:69 (ჯონსი 21ქ. კაიერი 22ქ.)
პუერტო რიკო – სერბეთი 77:94 (ბოგდანოვიჩი 17ქ. იოვიჩი 17ქ.)

C ჯგუფი:

ახალი ზელანდია – იორდანია 95:87 (ჰოლის-ჯეფერსონი 39ქ. მაურიაჰობოო 23ქ.)
აშშ – საბერძნეთი 109:81 (პაპაიანისი 17 ქ. რივსი 15ქ. ბრანსონი 13ქ.)

F ჯგუფი:

ვენესუელა – კაბო ვერდე 75:81 (გომესი 22ქ. ვილი ტავარესი 20ქ.)
საქართველო – სლოვენია 67:88 (დონჩიჩი 34ქ. 10მ. მამუკელაშვილი 21ქ.)

G ჯგუფი:

კოტ დ’ივუარი – ირანი 71:69 (იახჩალიდე 19ქ. ზოუზოუ 17ქ.)
ბრაზილია – ესპანეთი 78:96 (ალდამა 15ქ. ვ.ერნანგომესი 14ქ.)

29 აგვისტოს განრიგი:

A ჯგუფი:

ანგოლა – დომინიკელთა რესპუბლიკა I 12:00 საათი
ფილიპინები – იტალია I 16:00 საათი

D ჯგუფი:

ეგვიპტე – მექსიკა I 12:45 საათი
მონტენეგრო – ლიეტუვა I 16:30 საათი

E ჯგუფი:

გერმანია – ფინეთი I 11:30 საათი
ავსტრალია – იაპონია I 15:10 საათი

H ჯგუფი:

ლიბანი – საფრანგეთი I 13:45 საათი
კანადა – ლატვია I 17:30 საათი