მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპი დასრულდა და მეორე ეტაპის ჯგუფები დაკომპლექტდა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპი დასრულდა და მეორე ეტაპის ჯგუფები დაკომპლექტდა #1TVSPORT

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპი დასრულდა და შემდეგ ეტაპზე გასული ყველა გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი.

პლანეტის პირველობის მოგებისთვის ბრძოლას 16 ნაკრები გააგრძელებს, ისინი მეორე ჯგუფურ ეტაპს დაიწყებენ და მეოთხედფინალში გამსვლელ 8 გუნდს გამოავლენენ.

30 აგვისტოს გამართული შეხვედრებიდან რამდენიმე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. ბრაზილიის ნაკრებმა G ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში კოტ დ’ივუარი დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გადაინაცვლა. ასევე, მეორე ეტაპის საგზურისთვის შეხვედრაში გაიმარჯვა საბერძნეთის ნაკრებმა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ. საქართველოს ნაკრების ჯგუფში მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვების თეორიულ შანსს ოთხივე გუნდი ინარჩუნებდა.

დღის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო თორნიკე შენგელია, რომელმაც ვენესუელის ნაკრებთან 25 ქულა დააგროვა. ასევე 25 ქულა ჰქონდა სერბ ნიკოლა იოვიჩს სამხრეთ სუდანის წინააღმდეგ. დღის საუკეთესო ბომბარდირები კი 27-27 ქულით ახალი ზელანდიის ნაკრების წევრი სემ ლი და ბერძენი პაპაპეტრუ გახდნენ.

30 აგვისტო, შედეგები:

B ჯგუფი:

სამხრეთ სუდანი – სერბეთი 83-115 (იოვიჩი 27ქ. ბოგდანოვიჩი 23ქ.)
ჩინეთი – პუერტო რიკო 89-107 (ვოტერსი 22ქ. რომერო 18 ქ.)

C ჯგუფი:

აშშ-იორდანია 110-62 (ედვარდსი 22ქ. ჰოლის-ჯეფერსონი 20ქ.)
საბერძნეთი – ახალი ზელანდია 83-74 (პაპაპეტრუ 27ქ. ლი 27ქ.)

F ჯგუფი:

საქართველო – ვენესუელა 70-59 (შენგელია 25ქ. კოლმენარესი 16ქ.)
სლოვენია – კაბო ვერდე 92-77 (დონჩიჩი 19ქ. 9პ. გომესი 17ქ.)

G ჯგუფი:

კოტ დ’ივუარი – ბრაზილია 77-89 (მატეუსი 24ქ. სოარეში 15ქ.)
ირანი – ესპანეთი 65-85 (ხ.ერნანგომესი 21ქ. ამინი 19ქ.)

მეორე ჯგუფური ეტაპი:

I ჯგუფი: სერბეთი (3-0), დომინიკის რესპუბლიკა (3-0), იტალია (2-1), პუერტო რიკო (2-1).
J ჯგუფი: აშშ (3-0), ლიეტუვა (3-0), მონტენეგრო (2-1), საბერძნეთი (2-1).
K ჯგუფი: სლოვენია (3-0), გერმანია (3-0), ავსტრალია (2-1), საქართველო (2-1).
L ჯგუფი: კანადა (3-0), ესპანეთი (3-0), ბრაზილია (2-1), ლატვია (2-1).

მეოთხედფინალში თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო ნაკრები გავა. მატჩები 1 და 3 სექტემბერს გაიმართება.