მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა #1TVSPORT

ფილიპინებზე, იაპონიასა და ინდონეზიაში მიმდინარე საკალთბურთო მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ჯგუფურ ეტაპზე 16-მა გუნდმა გამოსვლა დაასრულა. ნაკრებების ნაწილი ბრძოლას მეორე ჯგუფურ ეტაპზე გააგრძელებს, ხოლო დანარჩენები 17/32 ადგილებისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

დღის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა კანადასა და ლატვიას შორის შედგა. ჩრდილოეთ ამერიკის წარმომადგენელმა მეტოქე დიდი ანგარიშით, 101:75 დაამარცხა. პირველობისთვის იბრძოდნენ ლიეტუვა და მონტენეგროც. ამ შეხვედრაში დიდი უპირატესობით 91:71 ლიეტუვის ნაკრებმა მოიგო.

საერთო ჯამში, პირველი ჯგუფური ეტაპი სამიდან სამი მოგებით დაასრულეს დომინიკის რესპუბლიკის, ლიეტუვის, გერმანიისა და კანადის ნაკრებებმა. ამ გუნდებს მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე თითო მოგება გადაჰყვებათ. შემდეგ ეტაპზე დღეს ასევე გავიდნენ: იტალია, ავსტრალია, ლატვია და მონტენეგრო. მეორე ტურშივე ნაჩვენები შედეგებით, წინსვლა გარანტირებული ჰქონდათ აშშ-ისა და ესპანეთის ნაკრებებს.

29 აგვისტოს ინდივიდუალურად რამდენიმე მოთამაშემ გაიბრწყინა. ავსტრალიელმა ჯოშ გიდიმ იაპონიასთან 25 ქულა და 11 შედეგიანი პასი დააგროვა. შაი გილგის-ალექსანდერმა ლატვიასთან 27 ქულას, 10 შედეგიანი პასსა და 6 მოხსნას მოუყარა თავი. დღის საუკეთესო ბომბარდირი კი იაპონიის ნაკრების წევრი ჯოშ ჰავკინსონი გახდა 33 ქულით.

29 აგვისტო, შედეგები:

A ჯგუფი:

ანგოლა – დომინიკის რესპუბლიკა 67:75 (სოუსა 19ქ. ფელისი 17ქ.)
ფილიპინები – იტალია 83:90 (კლარკსონი 23 ქ. ფონტეკიო 18ქ.)

D ჯგუფი:

ეგვიპტე – მექსიკა 100:72 (სალეჰი 22ქ. კრუზ სალდივარი 21ქ. იბარა 21ქ.)
მონტენეგრო – ლიეტუვა 71:91 (ვუჩევიჩი 19ქ. იოკუბაიტისი 19ქ.)

E ჯგუფი:

გერმანია – ფინეთი 101:75 (ბონგა 15ქ. შრიოდერი 15ქ.)
ავსტრალია – იაპონია 109:89 (ჰავკინსონი 33ქ. გიდი 26ქ. )

H ჯგუფი:

ლიბანი – საფრანგეთი 79:85 (არაკი 29ქ. იაბუსელე 18ქ.)
კანადა – ლატვია 101:75 (გილგის-ალექსანდერი 27ქ. ბარეტი 22ქ.)

30 აგვისტოს განრიგი:

B ჯგუფი:

სამხრეთ სუდანი – სერბეთი I 12:00 საათი
ჩინეთი – პუერტო რიკო I 16:00 საათი

C ჯგუფი:

აშშ-იორდანია I 12:40 საათი (LIVE ტელესკოლა)
საბერძნეთი – ახალი ზელანდია I 16:40 საათი

F ჯგუფი:

საქართველო – ვენესუელა I 12:00 საათი (LIVE პირველი არხი)
სლოვენია – კაბო ვერდე I 15:30 საათი (LIVE პირველი არხი)

G ჯგუფი:

კოტ დ’ივუარი – ბრაზილია I 13:45 საათი
ირანი – ესპანეთი I 17:30 საათი