მსოფლიო ჩემპიონატზე ნეიმარის მოხვედრის შანსები მინიმალურია, ფორვარდმა ბრაზილიის ფედერაცია გაანაწყენა (CNN) #1TVSPORT

11:16, 23.03.2026

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციასთან დაახლოებული წყაროს მონაცემებით, მეტისმეტად ბუნდოვანი და გაურკვეველია ნეიმარის გარშემო სიტუაცია მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატში მისი სავარაუდო მონაწილეობის კონტექსტში. ამის შესახებ იტყობინება CNN Brazil-ი.

ფედერაციის ხელმძღვანელობაში არ არიან დარწმუნებული იმაში, რომ „სანტოსის“ ფორვარდი შეძლებს საჭირო ფორმის აღდგენას მატჩების ხშირი გამოტოვებისა და მზადყოფნასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

ასევე, იწერება დაძაბულობის შესახებ მოთამაშესა და ფედერაციის ჩინოვნიკებს შორის. წყაროს ცნობით, ნეიმარის ზოგიერთი საჯარო განცხადება და მისი კომუნიკაცია მედიასივრცეში ფედერაციის შიგნით ნეგატიურად აღიქვეს და ამ ყველაფერმა უკმაყოფილება გამოიწვია.

ცალკე აღნიშნავენ ცოტა ხნის წინ „მირასოლის“ წინააღმდეგ მატჩთან დაკავშირებულ ეპიზოდს: ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი თამაშზე მივიდა, რათა პირადად შეეფასებინა ნეიმარის მდგომარეობა, მაგრამ ფორვარდი მინდორზე არ გასულა. ამის მიზეზად დასახელდა დატვირთვების კონტროლი. თავად ნეიმარი სტადიონზე არ იმყოფებოდა, რაც ფედერაციამ უკიდურესად ნეგატიურად აღიქვა.

წყაროს ცნობით, ფედერაციაში მიაჩნიათ, რომ ეს შეიძლებოდა გადამწყვეტი ფაქტორი გამხდარიყო ურთიერთობის გაფუჭებაში. ახლა ფედერაციაში სულ უფრო მეტად იხრებიან იქითკენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საბოლოო განაცხადში ნეიმარის მოხვედრის შანსები მინიმალურია. ამასთან, ხაზს უსვამენ, რომ ფეხბურთელს რჩება მატჩების შეზღუდული რაოდენობა, რათა შეცვალოს სიტუაცია, მაგრამ ამ მომენტისთვის მისი თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე თითქმის გამორიცხულია.

მსგავსი