მსოფლიო ჩემპიონატზე კონტინენტთა ბრძოლაში სამხრეთ ამერიკა ევროპაზე დომინირებს #1TVSPORT

10:08, 26.06.2026

მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე ორი წამყვანი საფეხბურთო კონტინენტის პირადი დაპირისპირება, ჯერჯერობით, სამხრეთამერიკული ნაკრებების დომინირებით მომდინარეობს.

ჯგუფურ ეტაპზე მაყურებელმა ოთხჯერ იხილა სამხრეთ ამერიკისა და ევროპის გუნდებს შორის მატჩი და ოთხივე კონმებოლ-ის წარმომადგენლებმა მოიგეს: პარაგვაიმ დაამარცხა თურქეთი (1:0), არგენტინამ ავსტრიას მოუგო (2:0), ბრაზილიამ გაანადგურა შოტლანდია (3:0), ეკვადორმა კი სენსაციურად სძლია გერმანიას (2:1).

ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე კიდევ ორი ასეთი დაპირისპირება შედგება: ურუგვაი-ესპანეთი და კოლუმბია-პორტუგალია.

მსგავსი