მსოფლიო ჩემპიონატზე კანოე სპრინტში გია გაბედავა და ბადრი ყაველაშვილი ნახევარფინალში იასპარეზებენ [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე კანოე სპრინტში გია გაბედავა და ბადრი ყაველაშვილი ნახევარფინალში იასპარეზებენ [ვიდეო] #1TVSPORT

იტალიის ქალაქ მილანში დაიწყო მსოფლიო ჩემპინატი კანოე სპრინტში, რომელშიც 70 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველოს ნაკრების ღირსებას მარიამ ქერდიკაშვილი, ბადრი ყაველაშვილი, გია გაბედავა და სერჰიი იემელიანოვი იცავენ.

შეჯიბრების პირველ დღეს, შესარჩევ ეტაპზე გია გაბედავამ მეოთხე ადგილი დაიკავა, ბადრი ყაველაშვილმა კი გაცურვა მესამე ადგილზე დაასრულა და 21 აგვისტოს ნახევარფინალში იასპარეზებენ.

ტურნირში 21 აგვისტოს ჩაერთვებიან მარიამ ქერდიკაშვილი და სერჰიი იემელიანოვი.

მსოფლიო ჩემპიონატი 24 აგვისტოს დასრულდება.