მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მორიგი რეკორდი დამყარდა
მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მორიგი რეკორდი დამყარდა

დღეს იაპონიის ქალაქ საიტამაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში წყვილებმა რითმული ცეკვები წარმოადგინეს. აღნიშნულ პროგრამაში საუკეთესო მაჩვენებელი ფრანგ წყვილს ჰქონდა.

გაბრიელა პაპადაკისმა და გიომ ციზერონმა 88.42 ქულა მოიპოვეს, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია. აღსანიშნავია, რომ ეს დუეტი მსოფლიოს სამგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. მათ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი აქვთ მოგებული.

მეორე ადგილზე 83.94 ქულით რუსები ვიკტორია სინიცინა და ნიკიტა კაცალაპოვი გავიდნენ. მესამე პოზიცია 83.10 ქულით ასევე რუსებმა ალეკსანდრა სტეპანოვამ და ივან ბუკინმა დაიკავეს.

თავისუფალ ცეკვას წყვილები ხვალ, 23 მარტს შეასრულებენ.

დატოვე კომენტარი